logo
ENG



8 წლიანი ეპოქა დასრულდა - ვერტონგენმა "ტოტენჰემი" დატოვა

27 ივლ 202012:49
3 წუთის საკითხავი
clock 382
xr5rreaup5zteyu.jpg

როგორც ცნობილი გახდა, 33 წლის ბელგიელმა მცველმა - იან ვერტონგენმა ლონდონის "ტოტენჰემი" ოფიციალურად დატოვა.

ვერტონგენს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მან ახალი კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა. ეს ინფორმაცია უკვე დადასტურდა, ასევე ასახულია "Transfermarkt.com"-ზეც.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძლეებს კარიერას ბელგიელი მცველი, თუმცა ცნობილია, რომ მისით არაერთი გრანდი ინტერესდება, ერთ-ერთი კი კატალონიის "ბარსელონაა".

ვერტონგენი "ტოტენჰემის" რიგებში 2012 წლიდან ირიცხება, რა დროშიც 232 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა შეძლო.


close დახურვა